12:52 | 2021-12-29 ავტორი: Prime Time

აშშ-ში უსიმპტომო კოვიდინფიცირებულებს კარანტინის დასრულება 5 დღეში შეეძლებათ

აშშ-ში უსიმპტომო კოვიდინფიცირებულებს კარანტინის დასრულება 5 დღეში შეეძლებათ

აშშ-ის „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების“ (CDC) გადაწყვეტილებით, Covid-19-ით ინფიცირებულებს, შეუძლიათ კარანტინი ათი დღის ნაცვლად, ხუთ დღეში დაასრულონ, თუ მათ ვირუსის სიმპტომები აღარ აღენიშნებათ. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს. 

 

ხანმოკლე იზოლაცია და საკარანტინო პერიოდი ადამიანებს  საშუალებას მისცემს უფრო ადრე დაბრუნდნენ სამსახურებსა თუ სკოლებში, რაც პოტენციურად ხელს შეუწყობს სკოლების დახურვისა და სამსახურებში შეფერხების თავიდან არიდებას.

ვინ არის საქართველოში მყოფი ორი „კანონიერი ქურდი“ - რა ვიცით „ბაჩუკის“ და „ჯვარსკის“ შესახებ?
2021-12-29ვინ არის საქართველოში მყოფი ორი „კანონიერი ქურდი“ - რა ვიცით „ბაჩუკის“ და „ჯვარსკის“ შესახებ?

ამასთან, გასულ კვირას, CDC-მ შეამცირა იზოლაციის დრო ჯანდაცვის მუშაკებისთვის. მათ სამსახურში დაბრუნება 7 დღის შემდეგ შეუძლიათ, თუ ტესტზე პასუხი უარყოფითია.

 

რაც შეეხება იზოლაციის პირობებს, ის პირები, ვინც ვაქცინირებულები არ არის, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ, ხუთდღიან კარანტინს ექვემდებარებიან, ხოლო თუ ხუთდღიანი კარანტინი არ არის შესაძლებელი, მათ სხვა ადამიანებთან კონტაქტისას 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ მჭიდრო ნიღაბი, როგორიცაა N95.

 

ასევე, კონტაქტის შემთხვევაში, “ბუსტერ” დოზით აცრილებს, კარანტინში ყოფნა არ ევალებათ, თუ სიმპტომები გამოვლენილი არ არის, თუმცა მათ 10 დღის განმავლობაში პირბადის ტარება მაინც მოუწევთ.

ავტორი: Prime Time

X