20:21 | 2021-12-29 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

რომ გადმოვედი მანქანიდან, ერთი პატარა ბიჭი ადგილზე იყო დაღუპული და ერთი ქალბატონი: მიკროავტობუსის მძღოლი ჟინვალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე 

რომ გადმოვედი მანქანიდან, ერთი პატარა ბიჭი ადგილზე იყო დაღუპული და ერთი ქალბატონი: მიკროავტობუსის მძღოლი ჟინვალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე 

ავარიასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით მესამე მგზავრიც გარდაიცვალა. მიკროავტობუსის მძღოლი ჟინვალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე იხსენებს.

 

„მოვდიოდი გუდაურის მიმართულებით, წინ მიდიოდა აღნიშნული „ნივა“, მომიჭრა გვერდიდან, დავარტყი და დარტყმის შედეგად ინერციის შედეგად მარცხნივ გადავვარდი. არაფერი ვიცი, ჩემი ალკოტესტი ჯიბეში მაქვს, თამამად შემიძლია წარმოგიდგინოთ, რომ ნასვამი არ ვიყავი.

 

ხრამში გადავიჩეხეთ, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ სწორად ჩავსულიყავი, მაგრამ გადატრიალდა მანქანა და ორიენტაცია მეც დავკარგე და იმ ხალხმაც, უკან რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ რომ გადმოვედი მანქანიდან, ერთი პატარა ბიჭი ადგილზე იყო დაღუპული და ერთი ქალბატონი. ავტომობილის მძღოლი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა“, – განაცხადა მიკროავტობუსის მძღოლმა.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.

 

შეგახსენებთ, მიკროავტობუსში, რომელიც ხრამში გადავარდა სულ 9 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X