
„ჩვენი საპრეზიდენტო წყვილის წარსული ძალიან კარგი იყო, ეს არის ბმა, ძლიერი კავშირი რომელსაც ვერ წაშლი უბრალოდ. ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით. ჩვენ საერთო შვილები გვყავს, ჩვენი ყველაზე ძლიერი ბმა არის საქართველოსთვის ერთი და იგივე მიზანი“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენ ცალ ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ არ გვქონდა მშვენიერი ურთიერთობა და რეგულარულად არ ვნახულობდით ერთმანეთს. ჩვენი საპრეზიდენტო წყვილის წარსული ძალიან კარგი იყო, ეს არის ბმა, ძლიერი კავშირი რომელსაც ვერ წაშლი უბრალოდ. კი წარსულია, გასაგებია. გავიგე რაც უნდა გამეგო იმ ვიდეოდან.
მომიწევდა ახალ რეალობასთან შეგუება, მაგრამ რაც იყო, იყო ლამაზი, იყო უნიკალური, იყო ძალიან მდიდარი პერიოდი და ეს ხალხისთვისაც რაღაცნაირად ზღაპარი იყო. ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით. ჩვენ საერთო შვილები გვყავს, ჩვენი ყველაზე ძლიერი ბმა არის საქართველოსთვის ერთი და იგივე მიზანი“, – ამბობს სანდრა რულოვსი.
























