08:06 | 2021-12-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„მიხეილ სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუსვეს“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ომბუდსმენის წარმომადგენელი

„მიხეილ სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუსვეს“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ომბუდსმენის წარმომადგენელი

რუსთავის ციხეში გადაყვანამდე გორის ჰოსპიტალში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. საბა ბრაჭველის ინფორმაციით, სააკაშვილი თავს კარგად არ გრძნობს და დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას მოითხოვს.

 

ომბუდსმენის წარმომადგენლის თქმით, როგორც მას ექსპრეზიდენტმა უთხრა, – ბოლო დღეებში მას სამი ჰიპერტენზიული კრიზი ჰქონდა და 27 დეკემბერს ახალი დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ბრაჭულმა დიაგნოზის გახმაურებისგან თავი შეიკავა.

 

“თავად პაციენტი რასაც ამბობს, მას ჰქონდა სამი ჰიპერტენიული კრიზი, თავს არ გრძნობს კარგად. მან დაასახელა სხვადასხვა მონაცემები, რომელიც აქვს გაუარესებული და საჭიროებს მისი განმარტებით, რომ შეხვდეს როგორც სხვა ექიმებს, ასევე სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებს, რათა მოხდეს სრულად შეჯერება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა წარიმართოს მისი შემდგომი მკურნალობა,” – განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საბა ბრაჭულმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X