15:17 | 2021-12-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის ის სასჯელს – თეა წულუკიანი

პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის ის სასჯელს – თეა წულუკიანი

რაკი პატიმარი გადაიყვანეს ერთი დაწესებულებიდან მეორეში, ეს ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო მოსაზრებები მოსაზრებებით ამგვარი გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული. სხვა შემთხვევაში, ასეთი გადაყვანები არასდროს ხდებოდა და არც ახლა მომხდარა, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხიელ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე კომენტირებისას განაცხადა.

 

„რაც შეეხება პატიმარს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ის გაიგებს, თუ გნებავთ შეიგნებს, რომ ის პატიმარია, აქვს უფლებები შეზღუდული, თავისუფალება აქვს აღკვეთილი, სწორედ ამიტომ არის პატიმარი და არა თავისუფალი ადამიანი. შესაბამისად, როდესაც სამედიცინო პერსონალი თვლის, რომ მკურნალობის კურსი დასრულებულია, რა თქმა უნდა, პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის ის სასჯელს“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X