
საქართველოში „ომიკრონის“ შტამის 144 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 4 შემთხვევაში ადამიანთა ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოთხივე მათგანს თანმხლები დაავადება აქვს და ჰოსპიტალიზაცია კოვიდის სიმძიმით არ იყო გამოწვეული.
„ყველა შემთხვევა მსუბუქი გახლავთ, აქედან 12 არის 18 წლამდე ბავშვი და მოზარდი. მთლიანად 144-დან მხოლოდ 4 იყო ჰოსპიტალიზებული, ისიც სხვა თანმხლები დაავადების გამო, მათი ჰოსპიტალიზაცია არ იყო გამოწვეული კოვიდის სიმძიმით.
საშუალო ასაკი 144 ადამიანში სადღაც 37-38 წელია. 144-დან 105 არის საქართველოს მოქალაქე, 39 უცხო ქვეყნის. მათგან 70% არის სრულად ვაქცინირებული“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ „ინტერნეტპრესნიუსთან“ საუბრისას.























