18:02 | 2020-04-09 ავტორი: Prime Time

თამბაქოს მოხმარება კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის

თამბაქოს მოხმარება კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტის, ეკა ნაფეტვარიძის განცხადებით, თამბაქოს მომხმარებელი პაციენტები რისკჯგუფში შედიან.

 

„რესპირატორული ვირუსული ინფექციების მხრივ, თამბაქოს მომხმარებლები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. რადგან კორონავირუსი იგივე რესპირატორული ვირუსული ინფექციაა, შესაბამისად, თამბაქოს მომხმარებელი პაციენტები რისკჯგუფში შედიან“, – აღნიშნა ნაფეტვარიძემ.

 

მან ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ყნოსვის სრული გაქრობა აღენიშნებათ.

 

„შეიძლება პაციენტს გამოვლენილი არ ჰქონდეს ცხელება და ერთ-ერთი პირველი სიმპტომი სწორედ ყნოსვის სრული გაქრობა იყოს“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

 

იგივე მოსაზრება აქვთ ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტებს.

ავტორი: Prime Time

X