19:21 | 2020-04-09 ავტორი: თამთა თორდია

სალომე ზურაბიშვილი აღდგომის წირვას არ დაესწრება

სალომე ზურაბიშვილი აღდგომის წირვას არ დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის სააღდგომო ლიტურგიას წელს ტაძარში ვერ დაესწრება.

 

მისი განცხადებით, საგანგებო რეჟიმის მოქმედების პერიოდში, პრეზიდენტი ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რაიმე მაგალითს:

 

„ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი, პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვილოცებთ, დარწმუნებული ვარ ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ჩვენი და ასევე, ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები:

არც აღდგომამდე და არც აღდგომაზე არ ვაპირებ ეკლესიაში მისვლას! - თეა წულუკიანი
2020-04-08არც აღდგომამდე და არც აღდგომაზე არ ვაპირებ ეკლესიაში მისვლას! - თეა წულუკიანი
როგორ აპირებს სახელმწიფო და საპატრიარქო სააღდგომოდ სასაფლაოებზე ხალხის ნაკადის შეჩერებას
2020-04-08როგორ აპირებს სახელმწიფო და საპატრიარქო სააღდგომოდ სასაფლაოებზე ხალხის ნაკადის შეჩერებას

ავტორი: თამთა თორდია

X