
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის შტატში ერთი დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 799 ადამიანი დაიღუპა.
შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, აქამდე არსებულ მონაცემებს შორის, ეს ამ შტატში 24 საათში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსით 159 937 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 7 067 გარდაცვლილი.






















