10:49 | 2020-04-10 ავტორი: თეონა ყაჭიური

ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებული დატოვებს

ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებული დატოვებს

„ორი განსაკუთრებით მძიმე პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა“, -ამის შესხებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს დადასტურებული შემთხვევიდან მათ კლინიკაში არცერთი პაციენტი არ არის მოთავსებული.

 

„გუშინ გაკეთდა 14 ტესტირება და ყველასთან მიღებულია უარყოფითი პასუხი. აქედან არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ელოდებოდნენ გამოჯანმრთელებას. ასე, რომ დღეს კიდევ როგორც გამოჯანმრთელებული, შეემატება ამ 52 პაციენტს.

 

ასევე, იცით, რომ გვყავს 7 მძიმე პაციენტი. ორი პაციენტი განსაკუთრებით მძიმე.

 

აქედან ერთ-ერთი სტაბილურია რამდნიმე დღის განმვლობაში და აღარ არის განსაკუთრებით მძიმე“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X