18:06 | 2020-04-10 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს. ჯამში, ამ დროისთვის რეანიმაციაში რვა პაციენტი წევს.

 

მისივე თქმით, სამი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაიყვანეს.

 

„რეანიმაციაში უკვე გახდა რვა პაციენტი, სამი პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა, გამოიხატა მწვავე ფილტვის სურათი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და აქედან გამომდინარე, ინტენსიური თერაპიიდან გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.

 

დაწყებულია და გაგრძელდა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. დანარჩენი სამი პაციენტი იცით რომ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე მძიმეა, მაგრამ ვიტალური ფუნქციის შენარჩუნებით“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X