19:26 | 2020-04-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 234 გახდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 234 გახდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 234 ადამიანს შეადგენს.

 

ბოლო 4 პაციენტი ლენტეხიდანაა. სწორედ მას შემდეგ, რაც მათი ინფიცირების შესახებ გახდა ცნობილი, ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა.

 

აქედან, გამოჯანმრთელდა 54, ხოლო გარდაიცვალა 3 ადამიანი.

 

კარანტინის რეჟიმში 4908, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 429 ადამიანი იმყოფება.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X