10:14 | 2020-04-11 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა – „ორსულს მცემდა და უპატრონოს მეძახდა“

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა – „ორსულს მცემდა და უპატრონოს მეძახდა“

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული ზ.ქ. ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ბრალდებით, თბილისში, გ. კარტოზიას ქუჩაზე დააკავეს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ზ.ქ. ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ბრალდებით, თბილისში, გ. კარტოზიას ქუჩაზე დააკავეს.

 

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ.ქ. ყოფილ მეუღლეს – ნ.ყ.-ს, ტელეფონის საშუალებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ დაკავებული, 2018 წლის აპრილიდან 2020 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, ყოფილ მეუღლესთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, როგორც პირადად, ისე, მობილური ტელეფონის საშუალებით.

 

გარდა ამისა, ბრალდებული მას სისტემატურად უთვალთვალებდა. ნ.ყ.-მ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. გამოძიების დაწყების პარალელურად, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც, სხვა შეზღუდვების დაწესებასთან ერთად, ზ. ქ.-ს ჩამოერთვა პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბრალდებული ანალოგიური დანაშაულისთვის ერთხელ უკვე არის ნასამართლევი.

 

ოჯახში ძალადობის ამ კონკრეტულ ისტორიაზე თავად ძალადობის მსხვერპლი სოციალურ ქსელში წერდა. 

 

„მე მიწევს თავდაცვა მუდმივად კრიმინალური მენტალობის ადამიანისგან, რომელიც არის ჩემი შვილების მამა. მე ვერ დამიცვა მისგან საზოგადოებამ როდესაც 21 წლის წინ ორსულს მცემდა და უპატრონოს მეძახდა რადგან მამა არ მყავდა. მაშინ არაფერი სხვა არც არსებობდა ამ ქვეყანაზე რომლითაც დედისერთა გოგოს შეეძლო ეფიქრა, რომ დაიცავდა თავს.

 

მე ვერ დამიცვა პოლიციამ, უფრო მეტიც, სასამართლომ და ჩემი სიცოცხლის ხელყოფა სულ რაღაც რამდენიმე ათასი ლარი დაუჯდა (ეგ რაც მე ვიცი გირაოს სახით, ოფიციალურად), მე კი -განახევრებული სიცოცხლე და ჩემი შვილების განადგურებული ფსიქიკა“, – წერს ახალგაზრდა ქალი.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, წინასასამართლო სხდომა 1 ივნისს დაინიშნა.

 

ამავე თემაზე: 

ორსულს მცემდა და უპატრონოს მეძახდა, რადგან მამა არ მყავდა - ძალადობის მსხვერპლი ქალი
2020-04-10ორსულს მცემდა და უპატრონოს მეძახდა, რადგან მამა არ მყავდა - ძალადობის მსხვერპლი ქალი

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X