10:45 | 2020-04-11 ავტორი: ანეტი მიქელაძე

საქართველოში კორონავირუსის 236 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 3 უცხოეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეა

საქართველოში კორონავირუსის 236 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 3 უცხოეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეა

საქართველოში დღეის მონაცემებით 236 დადასტურებული შემთხვევევაა, რომელთაგან 3 შემთხვევა უცხოეთში დადასტურებული კორონავირუსია, რომელიც შემდგომ გადმოიყვანეს საქართველოში.

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დადასტურებული შემთხვევები დღეიდან ცალკე აღირიცხება.

 

უცხოეთის შემთხვევიდან, საქართველოს 2 მოქალაქეს სომხეთში დაუდასტურდა ვირუსი, ხოლო მესამეს თურქეთში.

 

კოვიდ-19-სგან საქართველოში 54 პაცინეტი განიკურნა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 

ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ის გვერდზე უკვე აისახა.

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X