01:15 | 2020-04-12 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გიორგი გახარია – მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს

გიორგი გახარია – მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აღდგომას ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავენ.

 

„დღეს კათოლიკური, სომხური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავენ.

 

მინდა, მივულოცო ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს – ქართველ კათოლიკეებს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს.

 

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ამ საყოველთაო განსაცდელს აუცილებლად დავძლევთ ერთიანი ძალისხმევით. #დარჩითსახლში “, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X