
12 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მაღალმთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 13 აპრილიდან კი გამოიდარებს და შედარებით დათბება.
თბილისში კი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.






















