15:10 | 2020-04-12 ავტორი: Prime Time

ისტორიაში პირველად აშშ-ში ყველა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისტორიაში პირველად აშშ-ში ყველა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, პირველად აშშ-ის ისტორიაში ფედერალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

თეთრი სახლის ინფორმაციით, უბედურების ზონად გამოცხადების შემთხვევაში შტატებს და ადგილობრივ მთავრობებს, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ ფედერალური დაფინანსება მიიღონ.

 

ცნობისთვის, აშშ-მა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ავტორი: Prime Time

X