
ყველა ჯავშანი გაუქმდა, მაგრამ საჭმლის ფული ნამდვილად მაქვს, – ამის სესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩემი საოჯახო ბიზნესი დასრულდა. ეს არ არის საბოლოო დასასრული, თუმცა საქართველოში პოსტკოვიდური სიტუაცია რთული იქნება. ქვეყანაში ტურიზმის ბიზნეს დიდი ხანი ექნება პრობლემა.
ყველა ჯავშანი გაუქმდა, მაგრამ, მე ყოველ შემთხვევაში საჭმლის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს. ვერ ვიწუწუნებ იმიტომ, რომ საჭმლის ფული ნამდვილად მაქვს“, – ამბობს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი.






















