16:05 | 2020-02-20 ავტორი: Prime Time

ერთ წელში ეს ხელისუფლება დასრულდება – მერაბიშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

ერთ წელში ეს ხელისუფლება დასრულდება – მერაბიშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

 

„ზუსტად 9 წელი და 6 თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში სამაარტოო საკანში, კამყოფილი ვარ იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე. პირველ რიგში ჩემი საკუთარი თავის მიმართ.

 

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ჩემს გულშმატკივრებს. ის, ვინც აქ არის. მათი მხარდაჭერით მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია და რწმენა, რათა გავაგრძელო ბრძოლა, რათა ეს რეჟიმი საქართველოს ჩამოშორდეს. გაძლევთ გარანტიას, რომ 1 წელში ეს ხელისუფლება დასრულდება“, -განაცხადა მერაბიშვილმა.

 

მან მიმართა პოლიციელებს და პირობა მისცა, რომ მათ მიმართ ნდობა აღდგება და პოლიციელების მთავარი მიზანი გახდება არა ერთი კაცის და ერთი პარტიის მსახური, არამედ ქვეყნის სამსახური.

 

როგორც ვანო მერაბიშვილი აცხადებს, ის წუხს, რომ მისი ახლო მეგობრები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაში არიან, ამიტომ აპირებს, ყველა მათგანს შეხვდეს და მხოლოდ ამის მერე მიიღოს გადაწყვეტილება.

 

ავტორი: Prime Time

X