16:29 | 2020-02-20 ავტორი: Prime Time

მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით – მიხეილ სააკაშვილი

მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით – მიხეილ სააკაშვილი

მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მიხეილ სააკაშვილი ყველას შერიგებისკენ მოუწოდებს.

 

„მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ.

 

მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება.

 

მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ.

 

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. იგი ციხეში 6 წელი და 9 თვე იმყოფებოდა.

 

ავტორი: Prime Time

X