15:56 | 2020-04-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

„გარდაიცვალა ჩვენი მოქალაქე ბარსელონაში, კორონავირუსით“ – დავით ზალკალიანი

„გარდაიცვალა ჩვენი მოქალაქე ბარსელონაში, კორონავირუსით“ – დავით ზალკალიანი

ბარსელონაში კორონავირუსით 55 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, გარდაცვლილი ონკოპაციენტი იყო და თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

 

„გარდაიცვალა ჩვენი მოქალაქე ბარსელონაში კორონავირუსით, 1965 წელს დაბადებული, რომელიც გახლდათ ონკოპაციენტი და მას ჰქონდა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

საქართველოს საელჩო ბარსელონაში არის მის ოჯახთან მუდმივ კავშირზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაკრძალვის ნორმები იყოს დაცული და ოჯახთან შეთანხმებით მოხდება დაკრძალვის პროცედურების განხორციელება“,- განაცხდა ზალკალიანმა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X