17:07 | 2020-04-13 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ყოფილი ექიმი: მზად ვარ ჩემს კოლეგებს მხარში ამოვუდგე და კორონავირუსს მათთან ერთად ვებრძოლო

ყოფილი ექიმი: მზად ვარ ჩემს კოლეგებს მხარში ამოვუდგე და კორონავირუსს მათთან ერთად ვებრძოლო

ყოფილი ფიზიოთერაპევტი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მზად არის კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთოს და კოლეგების გვერდით დაუდგეს.

 

52 წლის ლელა თამარაშვილი, რომელიც წლების წინ ავტოკატასტროფაში მოჰყვა და უსახსრობის გამო რეაბილიტაცია ბოლომდე ვერ გაიარა, ძნელად, მაგრამ მაინც ახერხებს გადაადგილებას.

 

მართალია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო უარესდება, თუმცა ამბობს, რომ მზად არის რიგით ჯარისკაცად დადგეს ქვეყნის სამსახურში და თავის კოლეგებს ჟამიანობის პერიოდში გვერდში დაუდგეს.

 

„ავტოკატასტროფის შემდეგ, რეაბილიტაციას ვსაჭიროებდი, თუმცა სრულყოფილად ვერ შევძელი. საშინელი ტკივილები მაწუხებს.

 

აღმოვაჩინე ტიბეტური ცენტრი, სადაც ერთთვიანი სარეაბილიტაციო კურსი საჩუქრად გამიკეთეს. სასწაული შედეგი მომცა.

 

რამდენიმე კურსი კიდევ უნდა გამიკითდეს, რომ გამოვიდე მდგომარეობიდან. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა რეაბილიტაცია ძალიან შედეგიანია.

 

ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, ვხედავ რა, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, მზად ვარ მხარში ამოვუდგე ჩემს კოლეგებს და კორონავირუსს მათთან ერთად ვებრძოლო.

 

ურჩი ერი ვართ და შედეგიც არ აყოვნებს, ქვეყანაში უკვე შიდა გადადების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა და ალბათ, უახლოეს დღეებში კიდევ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა.

 

მინდა, რითაც შევძლებ შევუმსუბუქო ჩემს კოლეგებს საქმიანობა და მათთან ერთად ვებრძოლო უხილავ მტერს. “- აცხადებს ლელა თამარაშვილი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X