10:52 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ლამაზები – ვანო მერაბიშვილი

ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ლამაზები – ვანო მერაბიშვილი

ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ლამაზები, უფრო მაღლები, უფრო ნიჭიერები, უფრო უკომპრომისოები – ამის შესახებ შსს-ს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

 

„მე ვამბობ, როცა პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, თუ ვინმე პასუხისმგებელია, ერთ-ერთი ყველაზე პირველი ვარ მე, რადგან მე მეკავა მაღალი თანამდებობა, ვიყავი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ვთვლი, რომ ჩვენ არ უნდა დაგვეშვა ის, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე გასჩენოდა. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ლამაზები, უფრო მაღლები, უფრო ნიჭიერები, უფრო უკომპრომისოები, რათა არ გამოგვევლინა რაღაც სისუსტეები. არ მიგვეცა საშუალება რომ ხალხს ჩვენი საქციელები შეცდომად ჩაეთვალა“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

ცნობისთვის, შსს-ს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს დატოვა. იგი ციხეში 6 წელი და 9 თვე იმყოფებოდა.

 

ავტორი: Prime Time

X