
უკრაინაში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არსებული ცნობით, ინფიცირებული ლვოვის ოლქში მდებარე ქალაქ ჩერვონოგრადის ეკლესიის მოძღვარია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ეკლესია კი, დროებით დახურეს.
ცნობისთვის, მანამდე კარანტინი კიევ-პეჩორის ლავრაში გამოცხადდა, სადაც კორონავირუსით 90-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.






















