
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილის თქმით, სასულიერო პირს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურა, მაღალი ტემპერატურა აქვს. ამის შესახებ მან ჟურანალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„სასულიერო პირისთვის კოვიდ-19-ის დიაგნოზი დადასტურებულია. გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებლები.
ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ მას კორონავირუსი გადაედო დისგან, რომელიც არის მედდა. არ ვიცი რომელს რომლისგან გადაედო.
სასულიერო პირი გუშინ შემოიყვანეს. ოჯახიდან სულ სამი წევრია მოთავსებული. ოჯახის რომელი წევრია წყარო, ჯერ არ ვიცით. ამას ეპიდემიოლოგიური სამსახური მიხედავს. ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია მისი ჯანმრთელობა“,- აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.
ცნობისთვის სასულიერო პირს კორონავირუსი გუშინ, დღის ბოლოს დაუდასტურდა.
სასულიერო პირი ხარების დღესასწაულის მერე ტაძარში არ ყოფილა, რადგან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.























