13:36 | 2020-04-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ვრცელდება თუ არა კორონავირუსი მწერის ნაკბენით – ლევან რატიანის განმარტება

ვრცელდება თუ არა კორონავირუსი მწერის ნაკბენით – ლევან რატიანის განმარტება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მწერები ვირუსების გადამტანები არ არიან.

 

„როგორც ვიცით, მწერებს არ გადააქთ ეს ვირუსი”, – განაცხადა ლევან რატიანმა, ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ კოღოს ნაკბენი დაინფიცირების წყარო გახდეს.

 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 296 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.

 

დაიხაურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X