
დაცვის ამ წევრს (რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა) საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრეა ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს.
„დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია. დაავადება აღმოაჩნდა ამ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა. ვისთან ერთადაც ასრულებდა სამუშაოს, კიდევ ორ თანამშრომელს ასევე ჩაუტარდათ კვლევები და მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი. დაცვის ამ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა,“ – წერს ანდრეა ჯაღმაიძე.
ცნობისთვის, დაინფიცირებული მოძღვარი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მასთან ერთად ვირუსი დაუდგინდა მის დასა და დის შვილსაც.
სასულიერო პირს ვირუსი გუშინ დაუდასტურდა.
ზოგადად საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო…
Gepostet von Andria Jagmaidze am Dienstag, 14. April 2020






















