17:47 | 2020-04-14 ავტორი: Prime Time

სასაფალოები დროებით დაიხურება?! – მთავრობა გადაწყვეტილებას 2 დღეში მიიღებს

სასაფალოები დროებით დაიხურება?! – მთავრობა გადაწყვეტილებას 2 დღეში მიიღებს

“სერიოზულად განვიხილავთ საკითხს – მსხვილ ქალაქებში, სამწუხაროდ, შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს.

 

ეს პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული  ვირუსის გავრცელების დინამიკაზე, რომელიც იქნება.

 

არ არის მარტივი გადაწყვეტილება, ყველას უნდა გვესმოდეს რომ ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება უახლოეს ორ დღეში მივიღოთ.

 

დიდი ალბათობით ჩვენ მოგვიწევს შეზღუდვა. სასაფლაოები მუნიციპალური საკუთრებებია და იქ სადაც მუნიციპალური არ არის, მოგვიწევს გარკვეული პერიოდით, გარკვეული შეზღუდვების დაწესება.

 

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში და ბრძოლის ხაზი ახლა გადის ყველგან.

 

მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ამასთან, გიორგი გახარიამ საგანგბო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.

 

ასევე, გადაწყდა, რომ ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გაგრძელდეს.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი.

 

დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: Prime Time

X