19:37 | 2020-04-14 ავტორი: ანეტი მიქელაძე

„დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე უარეს ეკონომიკურ დაღმასვლას განვიცდით – IMF

„დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე უარეს ეკონომიკურ დაღმასვლას განვიცდით – IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკა წელს 3%-ით შემცირდება, რადგან უმეტესობა ქვეყნის ეკონომიკა, ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე სწრაფად მცირდება.

 

IMF-ის განცხადებით, 2020 წლის ეკონომიკური დაღმასვლა, 1930-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ შემდეგ, ყველაზე უარესია.

 

სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, რომ პანდემიის ხანგრძლივობა ხელისუფლებსა და ცენტრალურ ბანკებს კრიზისების მართვაში გამოცდის.

 

IMF-ის მთავარი ეკონომისტის, გიტა გოპინატი აცხადებს, რომ მომდევნო ორ წელიწადში, გლობალური მშპ-დან დაახლოებით 9 ტრილიონი დოლარი დაიკარგება.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

ახალი „დიდი დეპრესია?“ - რა ელოდება მსოფლიოს და საქართველოს ეკონომიკას კორონავირუსის გამო
2020-01-02ახალი „დიდი დეპრესია?“ - რა ელოდება მსოფლიოს და საქართველოს ეკონომიკას კორონავირუსის გამო

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X