08:30 | 2020-04-15 ავტორი: ალექსი ქამადაძე

დღეიდან, საქართველოს 4 დიდი ქალაქში შესვლა-გამოსვლა იკრძალება

დღეიდან, საქართველოს 4 დიდი ქალაქში შესვლა-გამოსვლა იკრძალება

დღეს, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში, 10 დღით შესვლა-გამოსვლა იკრძალება.

 

აკრძალვა 21:00 საათიდან ამოქმედდება. დაიშვება გამონაკლისები, რომელთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ მთავრობის ერთიან ცხელ ხაზს, ნომერზე: 144.

 

ასევე, მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების თაობაზე პარლამენტს მიმართოს.

 

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. ასევე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 30 მარტს, მთავრობამ ქვეყანაში ე.წ კომენდანტის საათი გამოაცხადა და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება სრულად აკრძალა.

 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 300 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 3 გარდაიცვალა, ხოლო 69 გამოჯანმრთელდა.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X