
გუშინ, 14 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგის დროს ერთ-ერთი ჟურნალისტზე თქვა – „ეს ბიჭი აქ რატო ზის? გადასვით იქით“.
პრემიერის ეს ფრაზა სოციალურ ქსელში მალევე იქცა მიმად:
😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂რათქმაუნდა ავტორი მე*გვერდით
Gepostet von Likuna Shiolashvili am Dienstag, 14. April 2020
მკითხველებს დააინტერესა, ვისზე საუბრობდა გახარია და კონკრეტულად სად იჯდა ახალგაზრდა.
ბიჭი, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა მიუთითა „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ირაკლი გოგვაძეა, რომელიც პიარის სამსახურებისთვის განკუთვნილ სკამზე იჯდა, რადგან სურდა სხვა ჟურნალისტებისგან დისტანცია დაეცვა.
























