
სოფელში სადაც საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსზე ტესტის ნიმუშები აიღეს. 12 ტესტის ნიმუშიდან ყველა უარყოფითია.
ყველა ადამიანი, ვისი ნიმუშიც აიღეს, ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება, თვითიზოლაციაში რჩება.
თუ ვინმეს საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდა, ნიმუშის აღება განმეორებით მოხდება.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.
მოგივანებით, გაირკვა ვისთან ჰქონდა შეხება დაცვის თანამშრომელს.
როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრეა ჯაღმაიძე ამბობს, მას საპატრიარქოს შენობაში კონტაქტი არ ჰქონია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 306 ადამიანია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 296 შემთხვევაა დადასტურებული.
ქვეყანაში კორონავირუსისგან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით:






















