
„თქვენს მიცვალებულებს რომ ჰყავდეს პატრონი, ამიტომ დარჩით სახლში… აღდგომის მეორე დღეს მე გადავიხდი დიდ პანაშვიდს“ – მამა ნექტარიოზ მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.
ის საზოგადოებას ურჩევს, თავი შეიკავონ სასაფლაოზე გასვლისგან და სთავაზობს, მისწერონ თავიანთი მიცვალებულების სახელები, რათა მოიხსენოს ისინი.
„ჩემო თბილო და საყვარელო ადამიანებო, ყველა ვაცნობიერებთ რა განსაცდელის წინაშეც არის კაცობრიობა, ყველასთვის მძიმეა ჩვენი მიცვალებულების საფლავზე არ გასვლა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი არსებობაა.
საფლავზე გასვლით მათი სულისთვის არაფერი შეიცვლება და ვიყოთ მეტად ფრთხილი, რათა ღმერთმა მშვიდობით აგვარიდოს ეს განსაცდელი.
გარდაცვლილი ადამიანისთვის მთავარია ლოცვა, აღდგომის მეორე დღეს მე გადავიხდი დიდ პანაშვიდს.
მომწერეთ თქვენი მიცვალებულების სახელები, ყველაზე მისავალი ესაა მათთვის. ღმერთმა დაგლოცოთ!
თქვენ თქვენი სახლებიდან ილოცეთ, ჩაივლის ეს ყველაფერი და მერე გავიდეთ საფლავებზე. თქვენს მიცვალებულებს რომ ჰყავდეს პატრონი, ამიტომ დარჩით სახლში, რათა თქვენი არსებობა დედამიწაზე მათთვისაც მნიშვნელოვანია.“ – წერს მამა ნექტარიოზი.
შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ აღდგომის დღესასწაულზე ტაძრები არ დაიკეტება. ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
ამის შემდეგ, პაატა იმნაძემ მოქალაქეები გააფრთხილა: ნუ წახვალთ ეკლესიაში… ვეღარ დავითვლით კუბოებს!
ანდრია ჯაღმაიძე მრევლს მოუწოდებს დაიცვან დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები.






















