14:24 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

მერაბიშვილი ციხიდან კი არა, „პარაგრაფიდან“ გამოსულს ჰგავდა – ნანა კაკაბაძე

მერაბიშვილი ციხიდან კი არა, „პარაგრაფიდან“ გამოსულს ჰგავდა – ნანა კაკაბაძე

მერაბიშვილი ციხიდან გამოსულს კი არა, „პარაგრაფიდან“ გამოსულს ჰგავდა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე აცხადებს.

ვანო მერაბიშვილი რომ გამოვიდა და შევხედე, მართლა დავიჯერე, რომ ბიძინა ივანიშვილის პატიმარი იყო. ის „მატროსოვიდან“ გამოსულს კი არა, „პარაგრაფიდან“ გამოსულს ჰგავდა.

„გათავისუფლებულმა ადამიანმა ერთი წუთიც კი ვერ შეიკავა თავი, რომ არ გამოემჟღავნებინა თავისი კრიმინალური აზროვნება, მენტალიტეტი და თავისი ძალადობა, რომელიც მხოლოდ რუპორიდან გამხმოვანებელია იმ ძალისა, რომელსაც თავის დროზე წარმოადგენდა. თქვა, რომ მე დავამხობ წლის ბოლომდე, ვის ამხობს, რა შეუქმნია ამ არარაობას რომ ამხობს, ვინ არის მაგისი დასამხობი. ფაქტი ისაა, რომ ამ ხელისუფლებამ დაუშვა, რომ ასეთმა ადამიანებმა ამ ტონში ისაუბრონ და ელაპარაკონ საზოგადოებას.

 

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისივე ნამსხვრევებით ვეღარასდროს დაბრუნდება, თუმცა პიარული თვალსაზრისით სერიოზული ბრძოლაა საჭირო.

 

არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილი, იმ ძალის წარმომადგენლები 9 წლის განმავლობაში ანგრევდნენ და დღესაც განაგრძობდნენ ქვეყნის ნგრევას. რევოლუციამდე, 2003 წლამდეც ანგრევდნენ ქვეყანას.

 

ვანო მერაბიშვილი რომ გამოვიდა და შევხედე, მართლა დავიჯერე, რომ ბიძინა ივანიშვილის პატიმარი იყო. ის „მატროსოვიდან“ გამოსულს კი არა, „პარაგრაფიდან“ გამოსულს ჰგავდა. ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თან იმ ფონზე, რომ თუ გავიხსენებთ, როგორი გამოვიდა სულხან მოლაშვილი ციხიდან. ასევე დათო მირცხულავა და სხვა პოლიტიკური პატიმრები. ამის პარალელურად, მართლა შეიძლება კაცმა დაიჯეროს, რომ ბიძინას „პარაგრაფში“ ეჯდა. დახურულ სივრცეში იჯდა ადამიანი და ასე გამოვიდა, ასევე გიგი უგულავა. ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ გაოცება გამიჩნდა. ისინი ციხიდან ან გვამებს უშვებდნენ“, – ამბობს ნანა კაკაბაძე.

 

შეგახსენებთ, ე.წ მატროსოვის ციხე თითქმის, 7- წლიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილმა პრემიერმა და შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გუშინ დატოვა.

ავტორი: Prime Time

X