
თავადცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხულ შემოწირულობას ეხმაურება.
“მოგეხსენებათ, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე უპრეცედენტო ქველმოქმედებას ეწეოდა და ეწევა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში და მისი მხრიდან მორიგ უპრეცედენტო შემოწირულობას ჰქონდა ადგილი ასი მილიონის სახით. აქაც, ამ ადამიანებისგან, ნაცმოძრაობის მხრიდან, ასე ვთქვათ, მათი კლასტერიდან, ვიხილეთ ამორალური კრიტიკა და განქიქება ამ საქმის” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
StopCoV ფონდში შემომწირველი კომპანიების ჩამონათვალში ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ფონდის” მიერ 100 მილიონიანი გადარიცხვაა ასახული.






















