
ლონდონში კორონავირუსით 28 წლის ორსული მედდა მერი აგიაპონგი გარდაიცვალა.
ის ლუტონის და დანსტებლის საუნივერსისტეტო ჰოსპიტალში 5 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მერის კორონავირუსი 5 აპრილს დაუდასტურდა, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ის 7 აპრილს გადაიყვანეს.
ექიმების გადაწყვეტილებით აგიაპონგს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ბავშვის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელი, თუმცა უცნობია, აქვს თუ არა ახალშობილს კორონავირუსი.






















