19:43 | 2020-04-16 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ადამიანის იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც აზროვნებს, აღდგომას ვრჩები სახლში – დალი ჩიტალაძე

ადამიანის იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც აზროვნებს, აღდგომას ვრჩები სახლში – დალი ჩიტალაძე

საზოგდაოების ნაწილი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც უარს ამბობს აღდგომის ლიტურგიის დასწრებაზე და სახლში რჩება. ამბობენ, რომ კორონავირუსის სახელით ეკლესიას ებრძვიან.

 

ნაწილი მასობრივი ინფიცირების საფრთხეს ხედავს და ეკლესიაში საზეიმო წირვაზე დამსწრეთა მსურველებს ღმერთთან თამაშში ადანაშაულებს.

 

მიაჩნიათ, რომ ახლა, სწორედ ის სიტუაციაა, როცა ეკლესიის სახელით სხვებისთვის საფრთხე არ უნდა შექმნან.

 

მოდის ექსპერტი, დალი ჩიტალაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ სახლში რჩება და ტაძრის ნაცვლად, აღდგომის დღესასწაულს სახლში შეხვდება.

 

„მე ტაძარში წასვლას არ ვაპირებ, სახლში ვრჩები. ვფიქრობ, ნამდვილმა ქრისტიანმა სადაც არ უნდა ილოცოს, ხელს ვერავინ შეუშლის. მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც აზროვნებს.

 

არ მინდა, არც ჩემი თავის და არც სხვისი დაზიანება, ამიტომ ვრჩები სახლში.“ – ამბობს დალი ჩიტალაძე.

 

შეგახსენებთ, მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!

 

ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი

 

ამის შემდეგ, პაატა იმნაძემ მოქალაქეები გააფრთხილა: ნუ წახვალთ ეკლესიაში… ვეღარ დავითვლით კუბოებს!

 

ანდრია ჯაღმაიძე მრევლს მოუწოდებს დაიცვან დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

 

ლიტურგიაზე დასწრებას აპროტესტებენ ცნობილები, მომღერლები, მსახიობები, ლიტერატორები და პოლიტიკოსები.

 

მთელმა მსოფლიომ დაკეტა ეკლესია, როგორ შეიძლება მიხვიდე და ხატები კოცნო – ამბობს ნანი ბრეგვაძე.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X