
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 340-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ დაადასტურა.
ეზუგბაიას თქმით, მათ ცენტრში გამოჯანმრთელებულებს კიდევ ორი შეემატა.
„ეს იმას ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი შეგვემეტა. 74 პაციენტიდან 76 გამოჯანმრთელებულ პაციენტზე ავედით“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















