00:31 | 2020-04-17 ავტორი: თათია ცუკოშვილი

თავი შევიკავოთ ეკლესიებში წასვლისგან, ვილოცოთ სახლში – ამირან გამყრელიძე 

თავი შევიკავოთ ეკლესიებში წასვლისგან, ვილოცოთ სახლში – ამირან გამყრელიძე 

ვილოცოთ სახლიდან, ჩვენი მღვდელმთავრები და მამაოები ილოცებენ ჩვენთვის და ეს ლოცვა დარწუნებული ვარ, უკეთესი იქნება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ჩვენი ადგილზე მისვლა ტაძარში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

„ჩვენი ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაული აღდგომაა. ეს საქართველოში ტრადიციულად დიდი შეკრებების მიზეზი გახლავთ.

 

საზოგადოებისადმი ჩვენი რეკომენდაციები ძალიან დიდი თხოვნით და მოწიწებითაა, რომ წელს ჩვენ დღესასწაულების ეს ფორმატი შევცვალოთ იმიტომ, რომ ვდგავართ დიდი საშიშროების წინაშე, შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში.

 

უმორჩილესი თხოვნაა, პერიოდში ეკლესიებში წასვლისგან თავი შევიკავოთ. ვილოცოთ სახლიდან, ჩვენი მღვდელმთავრები და მამაოები ილოცებენ ჩვენთვის და ეს ლოცვა დარწუნებული ვარ, უკეთესი იქნება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ჩვენი ადგილზე მისვლა ტაძარში.

 

ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, თუმცა ექიმი ვარ და ამ საშიშროების შესახებ უნდა გითხრათ,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 340-მდე გაიზარდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X