20:27 | 2020-04-16 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ამირან გამყრელიძე: ინფიცირებული მოქალაქეების გარკვეული რაოდენობა იდენტიფიცირებული არ არის

ამირან გამყრელიძე: ინფიცირებული მოქალაქეების გარკვეული რაოდენობა იდენტიფიცირებული არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვეყანაში იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკით არის ცნობილი.

 

ამასთან ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ არის გარკვეული პროცენტი ადამიანებისა, ვინც იდენტიფიცრებული არ არის, თუმცა ე.წ. ცხელების ცენტრების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, გამოვლენის მაჩვენებელიც გაიზარდა.

 

„ამიტომაც დღეს, როდესაც გავზარდეთ ცხელების კლინიკების რაოდენობა ქვეყანაში და ყველა იტესტება ცხელების კლინიკებში, ნახავთ, რომ კიდევ უფრო გაიზარდა გამოვლენის მაჩვენებელი, მაგრამ ჩვენ ასევე ვაკვირდებით პნევმონიების რაოდენობას ქვეყანაში.

 

ვადარებთ გასულ წელს არსებულ პნევმონიების რაოდენობას სამ თვეში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არაიდენტიფიცირებული არის გარკვეული პროცენტი, მაგრამ ეს არ არის სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ მეტი, რასაც ზოგჯერ საზოგადოებაში საუბრობენ.

 

საშიშროება ნამდვილად არსებობს, რომ ქვეყანაში ეპიდემიის სწრაფი ზრდა იყოს. ამიტომაც ვაფრთხილებთ მოსახლეობას და ამიტომაც მოვუწოდებთ, რომ დარჩით სახლში, დაიცავით სოციალური დისტანცირება, რადგან ამაზე ძლიერი ინსტრუმენტი დღეს არ არსებობს“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 340-მდე გაიზარდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X