
ახალგაზრდა თაობას ვთხოვ, აქტიურად გამოიყენონ ახალი აპლიკაცია, რათა მშობლებს და ბებია-ბაბუებს ნაკლებად გადასდონ ინფექცია, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. მობილური სატელეფონო აპლიკაციებით სხვადასხვა დაავადების და მათ შორის, ეპიდემიების მართვა დღეს უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა ცივილიზებულ მსოფლიოში.
„დარწმუნებული ვარ, ამ აპლიკაციებს უფრო აქტიურად გამოიყენებს ახალგაზრდა თაობა, ძალიან კარგია და მინდა, მივმართო ახალგაზრდა თაობას, რომ ჩვენთან, პირველ ეტაპზე ინფექციის გავრცელებისგან განსხვავებით, ინფექციის შედარებით მეტი კონცენტრაცია იყო ახალგაზრდა თაობაში, ანუ 20-დან 40 წლამდე მოსახლეობაში, რომლებიც აქტიურად მოგზაურობენ და ვინც სწორედ შემოიტანა შემდგომ ინფექცია ქვეყანაში, ანუ მოახდინა ინფექციის იმპორტი.
ისინი ძალიან კარგად არიან გათვითცნობიერებული ნებისმიერ სოციალურ ქსელში, მათ შორის, აპლიკაციების გამოყენებაში.
თანდათან მათ გადასდეს ეს ინფექცია თავიანთ მშობლებს, თავიანთ ბებიებს, ბაბუებს და სწორედ ამ ხალხისთვის, ჩემი თაობისთვის არის უკვე სიფრთხილო ეს ინფექცია, უფრო მეტი გართულებების რისკი.
ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვ ახალგაზრდა თაობას, გამოიყენონ ეს აპლიკაცია უფრო აქტიურად, რათა თავის მშობლებს და ბებია-ბაბუებს ნაკლებად გადასდონ ინფექცია,“ – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, აპლიკაცია STOP COVID შეიქმნა, რომლის მიზანი Covid-19-ის ადრეული გამოვლენა და პრევენციაა.
თუ ყველაფერს დავიცავთ ინფექციის ზრდა იქნება, მაგრამ ეს მოვლადი იქნება. ნაკლები დაზიანებით გამოვალთ. ცეცხლს ვეთამაშებით ჩვენი შეკრებებით,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 340-მდე გაიზარდა.
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















