12:18 | 2020-04-17 ავტორი: Prime Time

ბავშვთა დამწვრობის შემთხვევებმა მოიმატა! – გუგა ქაშიბაძე

ბავშვთა დამწვრობის შემთხვევებმა მოიმატა! – გუგა ქაშიბაძე

კორონავირუსის ეპიდემიის პერიოდში, ბავშვთა დამწვრობის შემთხვევებმა მოიმატა – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მშობლებს ამ პერიოდში ორმაგად ყურადღებით ყოფნა მართებთ.

 

„ბავშვთა დამწვრობამ მოიმატა რადგან ჩვენთან სახლში, ასეა პროცენტულად, სამზარეულო არის ყველაზე სახიფათო ადგილი.

 

ბავშვები ხშირად იწვებიან საჭმლის ნახარშით, სარეცხის ნახარშით, ადუღებული სითხეებით და ა.შ.

 

როცა საშუალება არ არის, რომ ან ბაღში დატოვო ბავშვი ან სკოლაში, დიდ დროს ვატარებთ და ამ დროს ალბათობა, რომ დავიწვათ, დიდია.

 

სამწუხაროდ, ბავშვთა დამწვრობამ მოიმატა, რადგან მშბოლების ყურადღებაც უფრო გლობალურ საფრთხეებზეა გადართული და საფრთხეები, რომლებიც ცხვირწინ გვიდევს, ვერ ამჩნევენ“ – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

 

ასევე საინტერესოა: 

მდუღარე წყალი დალიეს და დამწვრობა მიიღეს - გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს აფრთხილებს
2020-04-16მდუღარე წყალი დალიეს და დამწვრობა მიიღეს - გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს აფრთხილებს

ავტორი: Prime Time

X