
დილიდან ხალხმრავლობა იყო თელავის აფთიაქებში, პურის საცხობებსა და სუპერმარკეტებში.
12 საათიდან, კიდევ უფრო გამკაცრებული საკარანტინო ზომების გამოცხადების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა პროდუქტისა და მედიკამენტების მომარაგებას ცდილობდა. მანქანების სიმრავლემ ქუჩებში, საპატრულო პოლიციის ჩარევის აუცილებლობაც გამოიწვია.

ერთ-ერთი მარკეტის მფლობელის, ვეფხო მჭედლიშვილის ინფორმაციით, დღეს მარკეტში ჩვეულებრივზე მეტი მყიდველი მივიდა.
„სხვა დღეებში ბევრად ნაკლები ხალხია. ამ დილიდან ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. ალბათ შეზღუდვების გამო, ცდილობენ პროდუქტი მოიმარაგონ“, – განაცხადა მჭედლიშვილმა.


ბოლო მონაცემებით:
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















