
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახალი კორონავირუსის აფეთქების შემდგომი ეპიცენტრი შესაძლოა აფრიკა გახდეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
17 აპრილის მონაცემებით, კონტინენტზე ათასზე მეტი სიკვდილი და 18 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ეს მაჩვენებლები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების.
ჯანმო-ში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე კვირას შეინიშნა აფრიკულ ქვეყნებში ვირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება – ძირითადად პროვინციებში.
აფრიკის კონტინეტზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კურატორი მტშიდისო მოეტი აცხადებს, რომ ქვეყნები მთლიან ძალას პრევენციას ახმარენ, რათა არ მოხდეს ფართო გავრცელება. „წინააღდეგ შემთხვევაში, აფრიკას ვირუსთან გამკლავების რესურსი არ ეყოფა“, – აღნიშნა მოეტიმ.






















