
დიდი ხნის მანძილზე იყო სხვადასხვა ეპიდემია, რასაც ლოცვით ვუპირისპირდებოდით,- ამის შესახებ მეუფე დანიელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ლოცვა იმისთვის არის საჭირო, რომ „ეპიდემიამ უკან დაიხიოს“.
„როდესაც ვიმყოფებით ასეთ განსაკუთრებულ პერიოდში და მართლმადიდებელი ხალხისთვის ამ დღეებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
დიდი ხნის განმავლობაში იყო არაერთი ეპიდემია, მაგრამ არ იყო ასეთი სამედიცინო საშუალებები. ერთადერთი საშუალება, რომელსაც მაშინ ქრისტიანული ქვეყანა მიმართავდა, ეს იყო ლოცვა. ჯვრებით და ხატებით მსვლელობა და ისტორიულად დადასტურებული ფაქტებია, რომ ეპიდემიები უკან იხევდნენ.
ასე რომ, ეს არ არის პირადი ინტერესების დაკმაყოფილების საკითხი. ეს არის იმისთვის, რომ ეპიდემიამ უკან დაიხიოს“,- აღნიშნავს მეუფე დანიელი.
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















