14:52 | 2020-04-17 ავტორი: თამთა თორდია

ვინც ამბობს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი, ვნებს საკუთარ თავს და სხვებსაც – ბექა ბახტაძე

ვინც ამბობს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი, ვნებს საკუთარ თავს და სხვებსაც – ბექა ბახტაძე

ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების ზრდასთან ერთად, სულ უფრო ხშირად გვესმის მისი შედარება სეზონურ გრიპთან.

 

ამ თემაზე დღეს, აშშ-ში მოღვაწე ქართველმა რეანიმატოლოგმა გადაცემაში „დღის კუერიერი“ განაცხადა, რომ ვინც ამბობს, თითქოს ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი, საკუთარ თავს და სხვებსაც ვნებს.

 

„ეს დაავადება მხოლოდ გრიპი არ არის. ეს არის სისულელე. ამის მარტივი მაგალითია, რომ არ არსებობს მედიკამენტები მის სამკურნალოდ. ასევე – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიძლება, გახდნენ წყარო, რაც გრიპის დროს არ ხდება“, – განაცხადა ბექა ბახტაძემ.

 

ცნობისთვის, კორონავირუსით დაავადებული თითოეული პირი 2,2 სხვა ადამიანს აინფიცირებს.

 

სეზონური გრიპის (რეპროდუქციის) გადადების მაჩვენებელი 1,3 ადამიანია.

 

1918 წლის გრიპის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით იგივე იყო, რაც ახალი კორონავირუსის, მაგრამ სამკურნალო საშუალებებისა და ვაქცინის გამოჩენის შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

 

  • გარდაცვლილია სამი ადამიანი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X