10:34 | 2020-04-18 ავტორი: ანეტი მიქელაძე

Facebook-ზე „მზრუნველი ლაიქი“ დაემატება

Facebook-ზე „მზრუნველი ლაიქი“ დაემატება

Facebook-ი სისტემაში ახალ, „მზრუნველ ლაიქს“ ამატებს (care reaction) – ემოჯი, რომელიც გულს ეხუტება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Verge-ი ავრცელებს.

 

კომპანიაში იმედი აქვთ, რომ ახალი რეაქციის ემოჯით, ადამიანები უფრო მეტად იგრძნობენ კავშირს ერთმანეთთან პანდემიის დროს.

 

„მზრუნველი ლაიქი“ მსოფლიოს მასშტაბით თავისუფალ წვდომაში უკვე მომავალი კვირიდან იქნება.

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X