
ისტორიკოსი და პროფესორი, ჯაბა სამუშია „პრაიმტაიმთან” საუბრისას ამბობს, რომ ოდითგანვე, მაშინ როდესაც ადრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო, შავი ჭირის, ხოლარას ან სხვა დაავადებების დროს ეკლესია და სამღვდელოება თავად აწესებდა ერთგვარ შეზღუდვებს.
როგორც ისტორიკოსი გვიყვება, შავი ჭირის დროს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მორწმუნეთათვის თავშესაფარს და ერთგვარ საკარანტინე სივრცეს წარმოადგენდა, სადაც ბერები დაავადებულებსაც კი მკურნალობდნენ.
„რთულ პერიოდში როდესაც ქვეყანაში იყო საგანგებო ვითარება, იყო ეს შავი ჭირი თუ ხოლერა ამ დროს მოსახლეობა, ეკლესია და სამეფო პირები თავად აწესებდა საგანგებო რეჟიმს. ჩვენს გვაქვს ამის უამრავი მაგალითი.
სვანურ საბუთებშია, რომ რამდენიმე თემმა დააწესა დიდი ჯარიმა იმათ მიმართ ვინც მოახდენდა თემის გარეთ გასვლას ან თემში შემოსვლას მაგალითად ჩრდილოეთ კავკასიიდან, რაკი არსებობს ესეთი შეზღუდვები იგი ყველაფერს ეხებოდა მათ შორის ისეთ საკრალურ თემას, როგორიც არის დაკრძალვა.
რაც შეეხება წირვა-ლოცვებს. რა თქმა უნდა აქაც იყო შემთხვევები, მაგალითად 1797-98 წლებში თბილისში და ქართლში გავრცელებული იყო შავი ჭირი, ამას დაემთხვა ერეკლე მეფის გარდაცვალება და სვეტიცხოვლის ტაძარი სადაც კათალიკოს პატრიარქს საშობაო წირვა უნდა აღევლინა, დაავადებულთათვის იყო განკუთვნილი.
მათ ბერები უვლიდნენ და ბუნებრივია ასეთ დროს სვეტიცხოველში წირვას არავინ ჩააბარებდა, მითუმეტეს, რომ კათალიკოს პატრიარქი თბილისში არ იმყოფებოდა.
ასე, რომ იყო ასეთი შემთხვევები, როცა იყო საგანგებო მდგომარეობა ეს ეხებოდა ერსაც და ბერსაც, თვითონ ეკლესია იღებდა ხოლმე თავის თავზე პატრონობას
ასეთ დროს რიტუალური ნაწილი ეკლესიებში ასე ვთქვათ მეორე ადგილას გადაინაცვლებდა ხოლმე და უპირველესი ადგილი ეკავა იმას თუ როგორ უნდა მომსახურებოდა ერს და ხალხს სამღვდელოება.
იყო შემთხვევები, რომ ეკლესია ითვლებოდა ერთგვარ კარანტინად სადაც ადამიანები შედიოდნენ და ღმერთს სთხოვდნენ გადაერჩინათ დიდი უბედურების დროს, ეკლესიის ბერები თავად მკურნალობდნენ დაავადებულებს.
საგანგებო ვითარებაში ეკლესია თავის თავს თვითონ უწესებდა შეზღუდვებს. ერეკლე მეორეს გარდაცვალება ქვეყანაში იყო ძალიან ტრაგიკული მოვლენა, ერთ-ერთი უდიდესი მეფე დაკარგა ერმა და ვერ დაასაფლავა ისე, როგორც მათ ეწადათ, რადგან შავი ჭირი იყო.
ჩამოასვენეს ავჭალასთან, დაასვენეს და ეს ხალხი წავიდა. მცხეთელები გადმოვიდნენ კიბო გადაიტანეს და ერთადერთი მღვდელი, მისი პირადი კარის მოძღვარი გადაყვა და მან აღუსრულა წესი ერეკლე მეორეს, ანუ ეკლესიამ დააწესა შეზღუდვა? რა თქმა უნდა! რადგან იგი დაემორჩილა იმ საერთო წესს. ეს იყო საერთო ბუნებრივი პროცესი და ეკლესია ყოველთვის იყო ერთად ამ ყველაფრის გამნაწილებელი“, – ამბობს ჯაბა სამუშია.






















