19:22 | 2020-04-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ექიმებს უნდა დავუჯეროთ, ერთი კვირის წინ ხომ ტაშს ვუკრავდით მათ – მერაბ სეფაშვილი

ექიმებს უნდა დავუჯეროთ, ერთი კვირის წინ ხომ ტაშს ვუკრავდით მათ – მერაბ სეფაშვილი

მომღერალი მერაბ სეფაშვილი კორონავირუსის პანდემიის გამო, აღარც კონცერტებს ატარებს და არც სტუმრად დადის. ყველაზე მეტად შვილიშვილები ენატრება, მაგრამ ახლა მათ მხოლოდ ონლაინში უყურებს.

 

„პრაიმტაიმი“ მერაბ სეფაშვილს დაუკავშირდა და კორონავირუსის გამო, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

 

– ბატონო მერაბ, დიდი ხმაური მოჰყვა საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, სააღდგომოდ  ეკლესიებში ლიტურგიის ჩვეულებრივად ჩატარების გამო, როგორ ფიქრობთ თქვენ უნდა მივიდეს ხალხი ეკლესიაში?

 

– თუ წამსვლელია მაინც წავა ადამიანი, ჩვენ ვერ დავაკავებთ, მაგრამ ვფიქრობ აქამდე ვისაც ვუჯერებდით და ნორმალურად მიდიოდა ყველაფერი, მათ უნდა დავუჯეროთ. სხვა გამოსავალი არაა, ექიმებს უნდა დავუჯეროთ,ერთი კვირის წინ ხომ ტაშს ვუკრავდით მათ? ვინც ისეთი მორწმუნეა, სისტემატიურად დადის ტაძარში და ახლაც თვლის, რომ  აუცილებლად უნდა წავიდეს, წავიდეს, მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი ვისაც ეშინია არ დაინფიცირდეს, ან სხვას გადასდოს თავს იკავებს და მეც ვფიქრობ თავშეკავება ჯობია. პირველ რიგში იმიტომ რომ გავუფრთხილდეთ სხვას. არავინ იცის ვინ არის დაინფიცირებული, რადგან უსიმპომოდაც მიდის ეს ვირუსი. დიდი ბოდიში იმ ადამიანებთან, ვინც ჩემსავით არ ფიქრობს, მაგრამ ახლა ჯობია სახლში ლოცვა.

 

– თქვენ ონლაინ უყურებთ სააღდგომო ლიტურგიას?

 

– ონლაინ ვუყურებ ლოცვებს. ხშირაც ვერც ვხვდებოდი აღდგომის რიტუალებზე, მაგრამ თუ არ ვიყავი ქალაქში ტელევიზორით ვადევნებდი თვალს, დიდი მადლი და სითბო შემოდის გულში. ძალიან მიყვარს ეს დღესასწუალი.

 

– ელოდით ისე ეკლესიის დახურვას ამ სააღდგომოდ?

 

– არც მეგონა რომ დაიკეტებოდა, ძალიან კარგი რომ არ დაიკეტა. იქ ლოცვა შედგება, წინამძღვრები, მამაოები აღავლენენ წირვას და არ ვთვლი რომ ეკლესია დაკეტილია.

 

– თავად როგორ იცავთ რეკომენდაციებს?

 

– ძალიან, ზედმეტად ვიცავ რეკომენდაციებს. სხვებსაც ვაკონტროლებ. იმდენად ვაკონტროლებ თავს ჩემი შვილიშვილები თვენახევარია არ მინახავს, შეგნებულად არ ვნახულობ და ონლაინ ვეფერები ბავშვებს.

 

– როგორ შეაფასებთ ისე კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს?

 

– ამ ქვეყანას რა შესაძლებლობაც აქვს მაქსიმალურად კეთდება ყველაფერი. უფრო მეტი შეგვიძლია თუ ნაკლები, არ ვარ ღრმად ჩახედული ამ საკითხში. სახელმწიფოს არანაირ პრეტენზიას არ ვუყენებ, რაც შეუძლიათ აკეთებენ. მადლობა ეკუთვნის ექიმებს, ეთერში 3-4 ექიმი ჩანს და წარმოგიდგენიათ შიგნით რა დღეში არიან სხვა ექიმებიც? გადაივლის ეს ყველაფერი დასათანადოდ დავაფასოთ ეს სფერო.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X