21:52 | 2020-04-18 ავტორი: ალექსი ქამადაძე

დღეს თუ დაინფიცირდნენ ადამიანები, დაახლოებით ათ დღეში, გვექნება ახალი პიკი – ლევან გოფოძე

დღეს თუ დაინფიცირდნენ ადამიანები, დაახლოებით ათ დღეში, გვექნება ახალი პიკი – ლევან გოფოძე

მოწოდება გვაქვს, დარჩით სახლში. როდესაც გარეთ გავდივართ, ჩვენ ვარღვევთ რა იზოლაციის წესებს, ვხვდებით პოტენციური გადამტანი ინფექციუს და ვხვდებით საშიში ჩვენი თანამოქალეებისთვის, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

 

ლევან გოფოძის თქმით, დღეს თუ ადამიანები დაინფიცირდებიან ეს დაახლოებით, ერთ კვირაში გამომჟღავნდება.

 

„სახლში ჯდომა ნიშნავს არა საკუთარი თავის დაცვას, არამედ უფრო მეტად შენი გარშემომყოფების დაცვას, ამიტომაც არის მოწოდება მთელ დედამიწაზე, მათ შორის საქართველოში, რომ დავიცვათ ჩვენი თანამოძმეები, ჩვენი ოჯახის წევრები, ინფიცირებისაგან.

 

მრევლმაც ამაზე უნდა იფიქროს, იფიქროს სერიოზულად და უნდა დარჩნენ სახლში. დღეს თუ დაინფიცირდნენ ადამიანები, ეს გამომჟღავნდება დაახლოებით ერთ კვირაში, ათ დღეში, გვექნება ახალი პიკი“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X